საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
site logo
0
menu icon

ისტორიის თარო

ქართული კუპონის ისტორია.

1993 წლის 24 მარტს, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო დადგენილება N246 „საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიმოქცევაში საქართველოს ეროვნული ბანკის კუპონების გამოშვების შესახებ. ამ დადგენილებით 1993 წლის 5 აპრილიდან   მიმოქცევაში გავიდა 5,10,50,100,500,1000,5000,10000 ღირებულების ნომინალები. რომელსაც მოგვიანებით დაემატა,  1 და 3 კუპონის კუპიურები, რომელიც  დამზადებული იყო ინგლისში, კომპანია DeLaRue-ში მხატვარ ელგუჯა ამაშუკელის დიზაინის მიხედვით. იმავე წლის 6 სექტემბრიდან მიმოქცევას დაემატა საფრანგეთში კომპანია „Francois-Charles-Oberthur – Fiduciaire-ში, მხატვარ ნოდარ მალაზონიას დიზაინის მიხედვით დამზადებული 250,2000,3000,20000 ნომინალის კუპონი. მოგვიანებით 1993 წლის ოქტომბერიდან - 1994 წლის თებერვლამდე ელგუჯა ამაშუკელის დიზაინით ინგლისში დამზადდა 25000, 50 000 და 100 000 ნომინალის კუპონები. ქვეყანაში მიმდინარე მძიმე ეკონომიკური პერიოდისა და ჰიპერინფლაციის გამო, 1994 წლის ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით მიმოქცევაში გავიდა ნოდარ მალაზონიას ესკიზის მიხედვით საფრანგეთში დამზადებული 30 000, 50 000, 100 000, 150 000, 250 000, 500 000 და 1 000 000 ნომინალის კუპონები. 

ქართული კუპონის ისტორია.