საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
site logo
0
menu icon
ეროვნული ბანკის პირველი საკოლექციო ბანკნოტის დიზაინის კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდა

ეროვნული ბანკის პირველი საკოლექციო ბანკნოტის დიზაინის კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდა

მაი 23, 2024

ეროვნული ბანკის პირველი საკოლექციო 50 ლარის ნომინალის ბანკნოტის დიზაინის ესკიზების კონკურსში კომპანია Koenig & Bauer Banknote Solutions-ის მიერ წარმოდგენილი ესკიზი შეირჩა.

Koenig & Bauer Banknote Solutions 1952 წელს დაარსებული შვეიცარიული კომპანიაა, რომელიც დაცული ბეჭდვის ინდუსტრიის ერთ-ერთი ლიდერია. 

კომპანიის მიერ წარმოდგენილი დიზაინის ესკიზის ლაიტმოტივი ძირითად თემასთან ერთად ქართველი ერის მდიდარი ისტორია, კულტურული მემკვიდრეობა და თანამედროვე, ევროპული, ძლიერი, ეკონომიკურად დამოუკიდებელი სახელმწიფოა.  

ბანკნოტის დიზაინი განსხვავდება ტრადიციული ჰორიზონტალური დიზაინისგან, მოიცავს ვერტიკალურ განლაგებას და სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს წინსვლას მდგრადობისა და პროგრესისკენ. ნათელი ფერები კი მეტაფორულად ერის კულტურულ მრავალფეროვნებას წარმოაჩენს.

ესკიზის ერთი მხარე ასახავს საქართველოს თანამედროვეობას, სიმბოლურად ამჟამინდელ მიღწევებს, ხოლო უკანა მხარე - ერის მდიდარ ისტორიასა და კულტურულ მემკვიდრეობას.

სებ-ის მიერ პირველი საკოლექციო დანიშნულების 50 ლარის ნომინალის ბანკნოტის გამოშვება ლარის შემოღებიდან 30 წლის იუბილეს ეძღვნება, რომელიც 2025 წელს აღინიშნება. 

ლარის შემოღება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე მართვადი, პოლიტიკურად და ეკონომიკურად დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ლარის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი პირველი საკოლექციო 50 ლარის ნომინალის ბანკნოტის დიზაინის ესკიზების საერთაშორისო კონკურსი ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე თვის წინ ჩატარდა. კონკურსში სულ 11-მა პირმა მიიღო მონაწილეობა.

სხვა სიახლეები

25 ოქტომბრის უქმე დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით1

25 ოქტომბრის უქმე დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით1

ოქტ 23, 2024

მეტის ნახვა

დეტალურად

ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმსა და ინტერნეტ მაღაზიას ახალი ვებგვერდი აქვს

ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმსა და ინტერნეტ მაღაზიას ახალი ვებგვერდი აქვს

ოქტ 21, 2024

მეტის ნახვა

დეტალურად

ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის მიმდებარე ქუჩასა და სკვერს იასონ ლორთქიფანიძის სახელი მიენიჭა

ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის მიმდებარე ქუჩასა და სკვერს იასონ ლორთქიფანიძის სახელი მიენიჭა

ოქტ 21, 2024

მეტის ნახვა

დეტალურად