საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
site logo
0
menu icon
ეროვნული ბანკი უქმე დღეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ეროვნული ბანკი უქმე დღეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მაი 01, 2024

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად განისაზღვრა.

სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, 7, 8 და 10 მაისს, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს ეროვნული ბანკის საგადახდო და ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემები. ნაღდი ფულის ოპერაციები და მონეტარული ინსტრუმენტები კომერციული ბანკებისთვის სრულად ხელმისაწვდომი იქნება. შესაბამისად, მომხმარებლებს საშუალება ექნებათ ამავე პერიოდში გადახდის ოპერაციები შეუფერხებლად განახორციელონ. ასევე, ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციებიც, მათ შორის, TIBR ინდექსისა და ოფიციალური გაცვლითი კურსის გამოქვეყნება.

ამასთან,  8 მაისს დაგეგმილი ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა 22 მაისს გაიმართება. ამავე დღეს გამოქვეყნდება მონეტარული პოლიტიკის მორიგი ანგარიშიც.

რაც შეეხება ყვარლის ფულის მუზეუმს, მუზეუმი დამთვალიერებლებს ჩვეულ რეჟიმში 2024 წლის 11 მაისიდან უმასპინძლებს.

სხვა სიახლეები

25 ოქტომბრის უქმე დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით1

25 ოქტომბრის უქმე დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით1

ოქტ 23, 2024

მეტის ნახვა

დეტალურად

ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმსა და ინტერნეტ მაღაზიას ახალი ვებგვერდი აქვს

ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმსა და ინტერნეტ მაღაზიას ახალი ვებგვერდი აქვს

ოქტ 21, 2024

მეტის ნახვა

დეტალურად

ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის მიმდებარე ქუჩასა და სკვერს იასონ ლორთქიფანიძის სახელი მიენიჭა

ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის მიმდებარე ქუჩასა და სკვერს იასონ ლორთქიფანიძის სახელი მიენიჭა

ოქტ 21, 2024

მეტის ნახვა

დეტალურად