საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
site logo
0
menu icon
ეროვნული ბანკი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების თამაშის აღსანიშნავად, ოქროს და ვერცხლის საკოლექციო მონეტებს გამოუშვებს

ეროვნული ბანკი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების თამაშის აღსანიშნავად, ოქროს და ვერცხლის საკოლექციო მონეტებს გამოუშვებს

15 ოქტ, 2024

დიზაინის განსაზღვრა

ფეხბურთში ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვებისა და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე თამაშის აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა ამ თემაზე 5 ლარის ნომინალის საკოლექციო დანიშნულების ოქროსა და ვერცხლის მონეტების გამოშვება.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ეროვნულმა ბანკმა ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად შესაბამისი დიზაინის შესაქმნელად მუშაობა დაიწყო, რის შედეგადაც ფედერაციამ უზრუნველყო ვერცხლისა და ოქროს მონეტების დიზაინის ესკიზების მომზადება, რაც დამტკიცდა ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ.

მონეტების დიზაინის თითოეული დეტალი ეროვნული ნაკრების გუნდის სიმბოლიკიდან არის აღებული და სრულად შეესაბამება მის ბრენდბუქს.

მონეტის ერთ მხარეს გამოსახულია ნაკრების ლოგო (ვერცხლის მონეტაზე მოცემულია ფერადი სახით) და ლოგოს დიზაინის მთავარი სიმბოლო - მხედარი (პროტოტიპად აღებულია თეთრი გიორგი), რომელიც ებრძვის გველეშაპს, როგორც საკუთარ თავში სისუსტის დაძლევის სიმბოლოს. მონეტაზე დატანილია წარწერა "მე ვარ საქართველო", რაც ბრენდის სლოგანი და ვერბალური იდენტობაა, რომელიც მის იდეოლოგიას ახმოვანებს და ქვეყანას მსოფლიო ასპარეზზე წარმოაჩენს.

მონეტის მეორე მხარეს გამოსახულია ნაკრების ფეხბურთელთა მაისურის დიზაინი (ვერცხლის მონეტაზე მოცემულია ფერადი სახით), რომელიც ნაკრების ახალ ბრენდთან ერთად შეიქმნა და ერთგვარად გადმოსცემს ბრენდის ფილოსოფიას. მონეტა შეიცავს მოვლენის აღმნიშვნელ წარწერებს ქართულ და ინგლისურ ენებზე, ნომინალს და გამოშვების წელს.

მონეტების წარმოება

დიზანის ესკიზების დამტკიცების შემდეგ წარიმართა მონეტების დასამზადებლად პარტნიორის შერჩევის პროცედურები, რის შედეგადაც მონეტების დასამზადებლად შესაბამისი ხელშეკრულება გაფორმდა პარტნიორად შერჩეულ ლიეტუვის ზარაფხანასთან და დაიწყო მონეტების დამზადების პროცესი.

ამ ეტაპზე მონეტების წარმოების პროცესი დასრულების სტადიაშია და მზა მონეტებს ეროვნული ბანკი უახლოეს პერიოდში მიიღებს.

მონეტების გამოშვება-რეალიზაცია მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება.

3

მიმდინარე წელს ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე თამაშის აღსანიშნავად 5 ლარის ნომინალის საკოლექციო დანიშნულების მონეტების გამოშვების თაობაზე.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარიმართა მუშაობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად შესაბამისი დიზაინის შესაქმნელად, რის შედეგადაც ფედერაციამ უზრუნველყო ვერცხლის და ოქროს მონეტების დიზაინის ესკიზების მომზადება.

მონეტების დიზაინში ასახული თითოეული დეტალი აღებული იქნა ეროვნული ნაკრები გუნდების ბრენდბუქიდან.

მონეტის ერთ მხარეს გამოსახულ იქნა მთავარი სიმბოლო - ლოგო (ვერცხლის მონეტაზე მოცემულია ფერადი სახით) და ამ ლოგოს დიზაინიდან ამოღებული მხედრის გამოსახულება (ცხენზე ამხედრებული გმირის პროტოტიპად აღებულია თეთრი გიორგი), რომელიც ებრძვის გველეშაპს, როგორც შიშის სიმბოლოს. მთავარი სიმბოლოს ერთ-ერთი ძირითადი ინტერპრეტაციაც საკუთარ სისუსტეებზე გამარჯვება და ამით ნებისმიერი მეტოქის დამარცხებაა. მონეტაზე დატანილია ბრენდის სლოგანი „მე ვარ საქართველო“, რომელიც ახმოვანებს მის იდეოლოგიას როგორც ბრენდის (რომელიც ქვეყანას მსოფლიო ასპარეზზე წარმოაჩენს), ისე ფეხბურთელისა (რომელიც პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს, ავლენს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს და ამგვარად წვლილი შეაქვს საერთო საქმეში) და გულშემატკივრის (რომელიც მთელი ქვეყნის სახელით უჭერს მხარს ეროვნულ ნაკრებს) მხრიდან.

მონეტის მეორე მხარეს გამოსახულია ფეხბურთელის მაისურის დიზაინი (ვერცხლის მონეტაზე მოცემულია ფერადი სახით), რომელიც შეიქმნა ნაკრების ახალი ბრენდის ჩამოყალიბებასთან ერთად და ირეკლავს ბრენდის ფილოსოფიას და ითვალისწინებს თანამედროვე ვიზუალურ ტრენდებს. მონეტა, ასევე შეიცავს მოვლენის აღმნიშვნელ წარწერებს ქართულ და ინგლისურ ენებზე, ნომინალს და გამოშვების წელს.