"ბაგრატ III" ვერცხლის საკოლექციო მონეტა, სერიიდან "საქართველოს მეფეები"
100 ₾კალათაში დამატება
კალათაში დამატება
ავერსი: მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს მეფე ბაგრატ მესამეს ფიგურა ეკლესიის მოდელით ხელში, რომლის გამოსახულება შემორჩენილია ბედიის ტაძარში. მარცხენა ნაწილში გამოსახულია ბედიის ბარძიმი, რომელიც მეფე ბაგრატ მესამემ და მისმა დედამ გურანდუხტ დედოფალმა მათ მიერ აგებულ ბედიის ტაძარს შესწირეს (ვერცხლის მონეტაზე აღნიშნული დეტალი მოოქროვილია). მეფის სამოსზე გამოყენებულია XI ს-ის ქართული ქსოვილის ნიმუშები. ასევე, გამოსახულია ძვირფასი თვლები, ყველა თვალზე საჭედურებით. ავერსზე, ასევე, დატანილია წარწერა „ბაგრატ მესამე“ და მისი მეფობის წლები „975 – 1014“.
რევერსი: მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ბაგრატ მესამეს გვირგვინის გამოსახულება, რომელიც აღებულია ბედიის ტაძრის ფრესკიდან. რევერსზე დატანილია წელი „2023“, ხოლო წრიულად - წარწერები: „5 ლარი“, „საქართველო“, „GEORGIA”, რომელთა შორის გამოსახულია ბედიის ტაძრის ორნამენტები.
ნომინალი: | 5 ლარი |
შემადგენლობა: | Ag 925 |
წონა: | 17 გრ |
დიამეტრი: | 34 მმ |
წიბო: | გლუვი |
ხარისხი: | პრუფი |
გამოშვების წელი: | 2023 |
ტირაჟი: | 4 500 |
დიზაინერი: | მარიამ ჩაჩანიძე შორენა ჩაჩანიძე |
შეფუთვა: | კაფსულა და კოლოფი |
ზარაფხანა: | პოლონეთის
ზარაფხანა |