"ფარნავაზ I" ვერცხლის საკოლექციო მონეტა, სერიიდან "საქართველოს მეფეები"
100 ₾კალათაში დამატება
კალათაში დამატება
ავერსი: მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს მეფე ფარნავაზ პირველის გამოსახულება გრაგნილით (ვერცხლის მონეტაზე ეს დეტალი მოოქროვილია) ხელში და მეფის სახელწოდების აღმნიშვნელი ასომთავრული წარწერით, რომელიც აღებულია მოქანდაკე ჯემალ თუშურაშვილის მიერ შექმნილი ბარელიეფიდან. ავერსზე, ასევე, დატანილია წარწერა „ფარნავაზ I“, მისი მეფობის ეპოქა „ძვ.წ. IV-IIIსს“ და ნაწყვეტი „ქართლის ცხოვრებიდან“ ფარნავაზ პირველის შესახებ: „ამან შექმნა მწიგნობრობაჲ ქართული“, რომელთა შორის გამოსახულია ქართული ხელნაწერის ორნამენტის ფრაგმენტი.
რევერსი: მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ფარნავაზ პირველის ანბანის გამოსახულებით შექმნილი გვირგვინი. რევერსზე დატანილია ნომინალი „5 ლარი“, ხოლო წრიულად - წარწერები: „საქართველო“, „GEORGIA”, „2023“.
ნომინალი: | 5 ლარი |
შემადგენლობა: | Ag 925 |
წონა: | 17 გრ |
დიამეტრი: | 34 მმ |
წიბო: | გლუვი |
ხარისხი: | პრუფი |
გამოშვების წელი: | 2023 |
ტირაჟი: | 4 500 |
დიზაინერი: | ავერსი - მარიამ რუსიშვილი რევერსი - გენადი გეგელია |
შეფუთვა: | კაფსულა და კოლოფი |
ზარაფხანა: | პოლონეთის
ზარაფხანა |